19 მაისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დადგენილების პროექტი - ,,საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, დადგენილების პროექტმა ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა გაიარა და მზადაა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

ბიუროს წევრებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის თაობაზე ინფორმაცია, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ მიაწოდა. განისაზღვრა ანგარიშის განხილვის ვადები.

ბიუროზე იმსჯელეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშზე.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა დავით გაბაიძემ ბიუროს უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი გააცნო, რომელიც დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი