18 მაისი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში,  განახლებული ინფრასტრუქტურით, პეტრას ციხე ოფიციალურად გაიხსნა და მზადაა უმასპინძლოს  ვიზიტორებს.

გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები  - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

განახლებული პეტრას ციხე - ადმინისტრაციული შენობას, ვიზიტორთა ცენტრს, არქეოლოგიურ მუზეუმს, სამუზეუმო სივრცეებს, კინოსაპროექციო ოთახს, კაფეს, სავალ ბილიკებს, სველ წერტილებს,  ზღვის მხარეს მინის დამცავ მოაჯირებს, ადაპტირებულ ლიფტებს შშმ პირებისთვის და ავტოპარკინგს მოიცავს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2018-2021 წლებში განხორციელდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი