14 მაისი

უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე გასული წლის პროგრამებსა და პროექტებზე, მათი შესრულების პარამეტრებსა და მიმდინარეობაზე მოხსენებით ფინანსთა და  ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.

მომხსენებელმა, ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების პარალელურად, ცალკეული სამინისტროსა და უწყების მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პანდემიით  გამოწვეული ვითარებისა და შეზღუდვების ფონზე, ავტონომიურ რესპუბლიკაში მაქსიმალური გაკეთდა - ყველა  პროექტი შეუფერხებლად განხორციელდა და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება.

ძირითადი მოხსენების დასრულების შემდეგ, გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, რომლებიც რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებს შეეხებოდა.

კომიტეტებმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირეს პლენარულ სხდომაზე გასატანად.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი