აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ასლან ლორთქიფანიძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე ასლან ლორთქიფანიძემ სახელმწიფოზე, როგორც პოლიტიკურ ინსტიტუტზე და მასში ავტონომიური რესპუბლიკის როლზე ისაუბრა.
სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებსა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოში ახლახანს დანერგილი პეტიციის წარდგენის პროცედურებსა და შესაბამის ინფორმაციას.