ფაშიზმზე გამარჯვების 76- ე წლისთავი ტრადიციულად ლეგენდარული ქართველი კაპიტნის, საბჭოთა კავშირის გმირის - ანატოლი კაჭარავას საფლავზე შეკრებით აღინიშნა ბათუმში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა და ომში დაღუპულთა ახლობლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საბჭოთა კავშირის გმირის საფლავი, რომელსაც 9 მაისს 111 წელი შეუსრულდებოდა. ანატოლი კაჭარავამ საომარი მოქმედებების დროს არაერთი სახიფათო რეისი შეასრულა და გმირობის მაგალითად იქცა. შეკრებილებმა მის ხსოვნას მხედრული პატივი მიაგეს.
9 მაისი ტრადიციულად აღინიშნა ხელვაჩაურშიც. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნადიმ ვარშანიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფულადი საჩუქრები გადაეცათ.