ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ზაზა დიასამიძე და თენგიზ ირემაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად, ხულოსა და შუახევში უფასო ხვნა-თესვის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე ხულოში 221 ჰა, ხოლო შუახევში 148 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწებია დამუშავებული.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, პროგრამა ფერმერული მეურნეობების გაძლიერება-განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული და წელს მასში გაცილებით მეტი ბენეფიციარია ჩართული.