აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში- ფრიდონ ფუტკარაძე და ანზორ ბოლქვაძე, ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ამავე მუნიციპალიტეტის სოციალურ სასადილოს ეწვივნენ.
სტუმრებმა სოციალური პაკეტით მოსარგებლე 23 ბენეფიციარს სააღდგომო პასკები და ტკბილეული გადასცეს.