ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, წელს აჭარაში 2 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ დამუშავდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში მოქმედებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძესთან ერთად, სოფელ ოჩხამურში ხვნა-თესვის პროცესს დაესწრო.
პროექტის ფარგლებში უკვე დამუშავებულია 700 ჰა მიწის ნაკვეთი.