უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-7 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინა.
ბიურომ მხარი დაუჭირა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვას.
ბიუროს გადაწყვეტილებით, „მინისტრის საათის“ ფორმატში უმაღლესი საბჭოს წევრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს - მაია ხაჯიშვილს 27 მაისს მოუსმენენ. შესაბამისად, ცვლილება შევიდა ბიუროს 2021 წლის 16 თებერვლის N9 გადაწყვეტილებაში, რომელშიც პლენარულ სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენების) განრიგია გაწერილი.