27 აპრილი

  საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა.

  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს, 2024 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს ერთჯერადად 3% -იანი ბარიერით, ნაცვლად 5%-ისა და უზრუნველყოფს ოპოზიციური პარტიების მეტ წარმომადგენლობას, ასევე პლურალიზმის ხარისხის ამაღლებას საქართველოს პარლამენტში. ფრიდონ ფუტკარაძის განმარტებით, კანონის პროექტი მცირე მხარდამჭერის მქონე პოლიტიკური პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობის მოპოვების საშუალებას აძლევს.

  კომიტეტის წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრების ერთი ჯგუფის მიერ მომზადებულ  საკანონმდებლო ინიციატივებზეც, რომლებიც „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“,   „საქართველოს  ორგანულ  კანონში“,  ადგილობრივი თვითმმართველობის,   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში, ასევე „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“  და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს.

   ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების მიზანი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების მოვლა-აღდგენის, დაცვისა და ზოგადად, მათი სამართლებრივი სტატუსის საკითხის მოგვარებაა, ვინაიდან მათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ღირებულება აქვთ. აღნიშნული კანონის ცვლილება იწვევს სხვა ზემოაღნიშნული კანონების ცვლილებებსაც.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი