ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერთან - მირიან ქათამაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - დავით მჭედლიშვილთან ერთად საზოგადოებრივ კოლეჯს ეწვივნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ახალი ტალღის" ადმინისტრაციას პირბადეები გადასცეს საჩუქრად. ასი ათასი ცალი პირბადე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლონურმა კომპანია " დმპ სოლიდ"-მა აჩუქა.
პროფესიულ სასწავლებელში გამართული შეხვედრის უმთავრესი თემა პანდემია, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრევენციული ღონისძიებები იყო.
ცოტნე ანანიძის განცხადებით, პოლონური კომპანიის საჩუქარი პანდემიასთან ბრძოლაში თანადგომისა და სოლიდარობის გამოხატულებაა.