„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი, გამარტივებული წესით, ( ერთი მოსმენით) პლენარული სხდომისთვის მზადაა, თუმცა მანამდე საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.
უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ტიტე აროშიძის, ლადო მგალობლიშვილის, მარინე გვიანიძის, დავით ბაციკაძისა და ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ ინიცირებული პროექტი სხდომაზე ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.