24 აპრილი

  ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპი გრძელდება. პროექტი ბულვარის გაშენებას ითვალისწინებს, სადაც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, მოეწყობა ველო ბილიკები, გაშენდება მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათების სისტემა, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული ტრენაჟორები. ახალი რეკრეაციულო ზონა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

  პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერთან - მირიან ქათამაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი