ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას უახლოეს მომავალში ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. თანამედროვე სტანდარტების 3 ჯგუფიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.
პროექტში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობაც, დეკორატიული ფილების დაგება, შემოღობვა, გარე განათების, საპარკე სკამებისა და საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
მიმდინარე სამუშაოები ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარმა დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძემ და ზაალ მიქელაძემ, ქობულეთის მერთან - მირიან ქათამაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 1 093 084 ლარია გამოყოფილი.