დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღინიშნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრში მდებარე 9 აპრილის სკვერში დეკორატიული ნაძვები დარგო.
ცოტნე ანანიძის განცხადებით, გამწვანების აქციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პლანეტისა და მისი მცხოვრებლებისათვის. სუფთა გარემო და მწვანე ქალაქები ჯანსაღი მომავლის გარანტიაა.