22 აპრილი

   დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის - მარინე გვიანიძისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით, სტუდენტებისთვის ონლაინ ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - „დაიცავი დედამიწა - ჩვენი სახლი“ .

 მარინე გვიანიძის განცხადებით, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს მსოფლიოს 193 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, პლანეტის ყველა მცხოვრებს მოუწოდებს დაიცვან დედამიწა, რომელიც ჩვენი საერთო სახლი და საზრუნავია.

 უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მარინე გვიანიძე ახალგაზრდების წინაშე სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული მოხსენებით - „ის მაინც ბრუნავს“ წარსდგა. დედამიწის დღის, გარემოს დაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბსუ-ს პროფესორმა დავით ბარათაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ლომთათიძემ.

  ღონისძიება, ძირითადი მოხსენებების დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი