მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატები უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში, ფრიდონ ფუტკარაძე და ანზორ ბოლქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.
დაბა ქედაში, აბუსერისძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ღვინის საწარმოსთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია. შენდება მოსახლეობასთან დამაკავშირებელი ახალი, მცირე საავტომობილო ხიდი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. პროექტის ბიუჯეტი 232 000 ლარია.
9 აპრილის ქუჩაზე, ეკომიგრანტთა მრავალბინიანი საცხოვრებლის ეზოში, მოსახლეობის მოთხოვნით სპორტული მინი მოედანი შენდება. ახალგაზრდები მალე თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 000 ლარი იხარჯება.