აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე- ცოტნე ანანიძე და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე-ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს ორგანიზებით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ "სოხუმის" მიერ დაგეგმილი პროექტის- "ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში" პრეზენტაციას დაესწრნენ.
პროექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემების იდენტიფიცირებას და პრევენციას,ოჯახების გაძლიერებასა და საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.