17 აპრილი

 აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას და სოფ.ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ორივე მიმართულებით ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.

  ამ ეტაპზე აქ ხელოვნურ ნაგებობებსა და მიწის ვაკისს აწყობენ. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან - ჯაბა ფუტკარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი