16 აპრილი

 შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში, გუშინ ღამით სამი სახლი, დამხმარე ნაგებობები და 19 სული პირუტყვი დაიწვა.

 დაზარალებულები ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - ომარ ტაკიძესთან ერთად მოინახულა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მიუტანეს.

 აღნიშნული ოჯახები მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო. უახლოეს დღეებში მათ შესაბამისი ფინანსური დახმარება გადაეცემათ აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

 საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი