15 აპრილი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით,  სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების  მედიკოსებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ფატი ხალვაში და დარგობრივი კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი ლეილა ღოღობერიძე, ამჯერად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმისა და ხელვაჩაურის რაიონული სამსახურის, ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრისა და ”კლინიკა ნ.ჯ“ -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

  უმთავრესი აქცენტი კოვიდპანდემიაზე, მასთან ბრძოლის პრევენციულ ღონისძიებებზე, დღეს არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე გაკეთდა. სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო ვაქცინაციის პროცესი, მასში მედიკოსთა და მოქალაქეთა ჩართულობა.

   ილია ვერძაძემ პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის  მადლობა გადაუხადა  მედიკოსებს და  საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში თანადგომას დაჰპირდა.

    

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი