13 აპრილი

 აჭარის  უმაღლესი საბჭოს  კომიტეტებში რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. კანონმდებლებმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ბიუროს რიგით მეექვსე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. მისი განცხადებით, პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ» საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი ღია მმართველობის საბჭოს წევრების მიერაა ინიცირებული და უმაღლესი საბჭოს ღიაობასა და გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული.

 იმის გამო, რომ საქართველოში 4-11 მაისს უქმე დღეებია გამოცხადებული, ბიურომ კომიტეტებს აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისათვის ახალი გრაფიკი განუსაზღვრა.

 ბიურომ ცნობად მიიღო აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა, შეიცვალა2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე „მინისტრის საათის“ განრიგი. რიგი გარემოებებიდან გამომდინარე,  კანონმდებლები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს - მაია ხაჯიშვილს, 15-ის ნაცვლად, 29 აპრილს მოუსმენენ. შესაბამისად,  ცვლილება შევიდა ბიუროს 2021 წლის 16 თებერვლის N9 გადაწყვეტილებაში.

  საკანონმდებლო ორგანოში  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურები იწყება.

  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, ანგარიში რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში განიხილება, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი.  

  საკანონმდებლო ორგანოში დასრულდა აჭარის  უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის საკომიტეტო განხილვები და კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი