12 აპრილი

ქობულეთელი ვეტერანების საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამავე სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი შოთა ყიფიანი, ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ვეტერანებმა რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხის გადაწყვეტაზე გაამახვილეს ყურადღება. ცოტნე ანანიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები ვეტერანებთან გეგმიურია და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი