11 აპრილი

 აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკის  სამკითხველო დარბაზს  - რამაზ სურმანიძის, ხოლო პერიოდიკის დარბაზს - ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა.

 ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და  მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით თედორაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, მეცნიერთა ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. 

 სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ გამორჩეული და ღვაწლმოსილი ადამიანების, მეცნიერებისა და ღირსეული მოქალაქეების - რამაზ სურმანიძის და ტარიელ ფუტკარაძის სამეცნიერო ნაშრომებს, პუბლიკაციებსა და ხელნაწერებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი