09 აპრილი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ და  უმაღლესი საბჭოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემფრიდონ ფუტკარაძემ შეხვედრა გამართეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ ოთარ კვესიტაძესთან.
  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცირკულარულ ეკონომიკასა და გარემოს დაცვის საკითხებს, ხაზი გაესვა მეცნიერებათა აკადემიის ჩართულობის მნიშვნელობას საკანონმდებლო საქმიანობაში.
  შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი