09 აპრილი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწრო, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.

  პრეზიდენტმა დეპუტატებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა და ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა.

  მოხსენების დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილმა და სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა, ასევე 7 აპრილს, ენგურის გავლით, საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულთა, საოკუპაციო ზოლში გარდაცვლილი დათა ვანაშვილის ხსოვნას.

  პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი