09 აპრილი

  9 აპრილს, საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს და, ამავდრულად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ბათუმში, გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ტიტე აროშიძემ, ფატი ხალვაშმა, მარინე გვიანიძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი მანველიძემ, ლადო მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

 1989 წლის სისხლიანი მოვლენებიდან 32 წელი გავიდა, თუმცა ეს დღე იქცა თავისუფლების სიმბოლოდ და 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი