აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მისიის ხელმძღვანელ ანა ჩერნიშოვას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აჭარაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტზე ისაუბრეს.
დავით გაბაიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ მნიშვნელობა საკანონმდებლო უწყების საქმიანობის განმტკიცებისა და მდგრადი ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით.