08 აპრილი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატის - ანზორ ბოლქვაძის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა მაჭახელას დაცული ტერიტორიის სტატუსსა და თაფლის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 ტიტე აროშიძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ხატია წილოსანს  ტყის ფონდში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხებზე და კანონმდებლობით განსაზღვრის საჭიროებაზე ესაუბრეს. იმსჯელეს   კომიტეტების გეგმებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

 პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე  მთიან აჭარაში მოსახლეობის საჭიროებებზე,  სატყეო მეურნეობის და ხე-ტყის განკარგვის თემებზე, ასევე მიწით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი