07 აპრილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე, დაგეგმილი და სამომავლო პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სახნავ- სათეს პროგრამაზე, რომელშიც წელს ათასობით ოჯახი ჩაერთვება, ფერმერთა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე, რომლებიც რეგიონში წარმატებით ხორციელდება. საუბარი შეეხო პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - იური ნოზაძე, სოლომონ პავლიაშვილი და ოთარ შამუგია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი