05 აპრილი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო თათბირები გრძელდება.  ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან ერთად, ამჯერად ჩაქვში იმყოფებოდნენ.

მორიგი სამუშაო თათბირი ადგილზე არსებულ მდგომარეობას, მოსახლეობის საჭიროებებს, მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს დაეთმო. ყურადღება გამახვილდა საყანე ფართობების დახვნა-დაფარცხვის სამუშაოებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტში მიმდინარე კვირიდან დაიწყება, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირებულობასა და ჩართულობაზე. თათბირზე შესაბამისი დავალებები მიიღეს მერის წარმომადგენლებმა.

კოვიდ მდგომარეობის გათვალისწინებით, სოფლად მცხოვრებთა საჭიროებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება-განხორციელების მიზნით, დაიგეგმა მოსახლეობასთან შეხვედრები. ამასთან, სამუშაო თათბირები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში კვლავაც გაგრძელდება შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი