31 მარტი

  საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი ბათუმს ეწვია. ჩვენს ქვეყანაში მისიის დასრულების წინ მისი ვიზიტი აჭარაში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის გაცნობასა და რიგ სხვა საკითხებს მოიცავდა.

  ქალბატონ ლუიზა ვინტონს დღის ბოლოსათვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ -თორნიკე რიჟვაძემ უმასპინძლა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი - არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ, განსაკუთრებული ყურადღება UNDP-ის ინიციატივებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი