ბათუმი, თბილისის შემდეგ საქართველოს მეორე ქალაქია, სადაც პაციენტებს მაღალტექნოლოგიური უროლოგიური ცენტრი მოემსახურება. MMT ჰოსპიტალის ბათუმის რეგიონული დიაგნოსტიკური ცენტრის - „ემ-ემ-ტე ლაიფლაინის“ გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან - ნინო ნიჟარაძესთან, მინისტრის მოადგილეეებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
MMT-ის რეგიონული ცენტრი, რომელიც ნინო ნიჟარაძემ MMT ჰოსპიტალის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა, მოქალაქეებს ულტრათანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ დიაგონოსტიკას, პროფილაქტიკა-მკურნალობას სთავაზობს.