გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით გახსნილი ცენტრის მიზანი ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერება, ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვაა.
პრეზენტაციას საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, დოქტორი ღასან ხალილი, ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი, ნორვეგიის ელჩი ჰელენე სანდ ანდერსენი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკა დგებუაძე და აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ.