25 მარტი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში ,,ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის ორგანიზებით დღეს გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდება.

  განიხილება ისეთი საკითხები და გამოწვევები, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

  კონფერენციაში „MGGLB Georgia“ 5 ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი, ბელარუსი, მაღალი დონის სპიკერები მონაწილეობენ, სხვადასხვა პანელურ დისკუშია ჩაერთვებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

  ღონისძიება შვედეთის მთავრობის, IFC-სა და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს SECO-ს მხარდაჭერით იმართება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი