25 მარტი

   უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა,

  საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძისა და ირაკლი ზარქუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ხატია წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიასა და შალვა კერესელიძის მიერ ინიცირებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტმა ცნობად მიიღო.

 

                                 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი