მაღალ მთიანი აჭარის და ხელვაჩაურის მაჟორიტარები-უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში-ფრიდონ ფუტკარაძე და ანზორ ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან გიორგი სურმანიძესთან და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენეფიციარს ეწვივნენ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ხის საამქროს ,,ტექნოჯორჯია“, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ხელშეწყობით დაფინანსდა. საწარმოში 40 ადგილობრივია დასაქმებული. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულება 70 % -ს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება.