23 მარტი

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი  აჭარის მაღალმთიანეთს სტუმრობდა.

ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, უცხოელ დიპლომატს, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე უწევდნენ მეგზურობას.

დიეგო კოლასმა დაბა ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოინახულა და კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკასთან არსებული ,,ხულოს ახალგაზრდული პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩი ახალგაზრდებს ფრანგულ ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობის გაღრმავებას დაჰპირდა. საფრანგეთის ელჩის ვიზიტს ევროკავშირის პროექტის - ,,ევროკლუბის“ ხელმძღვანელი ნიკა გურინი უწევდა კოორდინაციას.

საფრანგეთის ელჩი დღესვე შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში იმყოფებოდა. უცხოელი დიპლომატი ცენტრის საქმიანობით, სარეაბილიტაციო პროგრამებითა და  რიგი სხვა საკითხებით დაინტერესდა.  ცენტრის ბენეფიციარები უზრუნველყოფილები არიან კვებით, სპეციალური ტრანსპორტითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით.  ცენტრის მიზანი ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვაა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი