აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებთან ერთად, ბათუმის 26-ე სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ესტუმრა და სოლიდარობის ნიშნად, მათთან ერთად აღნიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 68 მოსწავლეა. ინტეგრირებულ კლასში მათთვის შექმნილია სპეციალური სასწავლო პროგრამა და სახელოსნოები, რომელთაც დამატებით აფინანსებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თიხის საამქროში, ბავშვები თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელ ჯგუფში კი - ხელოვნებას ეზიარებიან.
მოსწავლეებს ემსახურება სამინისტროს მიერ სპეციალურად მათთვის შეძენილი ავტობუსი.