19 მარტი

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ გახსნა. მისი განცხადებით, პროექტის მსგავსი ფორმატით მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განხილვის მიზანი  საინფორმაციო საშუალებებსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაციის მაქსიმალური გაუმჯობესება-რეგულირებაა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს  აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ აღნიშნა, პროექტი გამოქვეყნებულია უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ( www.sca.ge) და მის მომზადებას წინ უძღოდა შესაბამისი კვლევები ამ კუთხით არსებული ხარვეზების დაზუსტებისა და გათვალისწინების მიზნით.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლის ირინე ურუშაძის განცხადებით,  ევროკავშირისა (EU)   და UNDP-ის ერთობლივი პორექტი პირველად ხორციელდება  აჭარის უმაღლეს საბჭოში და მისი მიზანი საკანონმდებლო ორგანოს  ინსტიტუციური გაძლიერება-მხარდაჭერაა.

უმაღლეს საბჭოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის ბრძანების პროექტი, შეხვედრის მონაწილე  მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პუნქტობრივად გააცნო უმაღლესი საბჭოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა - ვაჟა ცეცხლაძემ.

პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ილია ვერძაძემ და ცოტნე ანანიძემ.

პროექტის წარდგენის შემდეგ, ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით, გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები და წინადადებები. მათ ნაწილთან დაკავშირებით, ადგილზევე გაკეთდა განმარტებები, ნაწილზე კი საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება მსჯელობა.

ცნობისათვის: თავიანთი მოსაზრებების, წინადადებებისა და რეკომენდაციების წერილობითი მოწოდება მედიასაშუალებებს შეუძლიათ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sca.ge.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი