18 მარტი

  ჩვენი რეგიონის პირველი და ყველაზე ხანდაზმული მედიასაშუალება - გაზეთი „აჭარა“ ასი წლისაა. ''ბრძოლა'', ''ფუხარა'', ''საბჭოთა აჭარისტანი'', „საბჭოთა აჭარა“- ეს იყო ვრცელი და რთული გზა, რომელიც “აჭარამდე“ გაიარა საქართველოს ამ ერთ-ერთმა ხანდაზმულმა და ამავდროულად ახალგაზრდა გაზეთმა.
  ფასდაუდებელია საუკუნოვანი გაზეთის არქივი, რომელშიც ჩვენი რეგიონის შესახებ უმდიდრესი საინფორმაციო და ფოტომასალა უხვად მოიპოვება. საკმარისია, გადავშალოთ მისი გაყვითლებული ფურცლები, რომ უმალ აღმოვჩნდებით იმ დროსა და რეალობაში, რომელიც საქართველომ და მისმა ძირძველმა, მრავალჭირნახულმა კუთხემ გაიარა. ის იყო თაობების აღმზრდელიც და წერა-კითხვის გავრცელების ხელშემწყობიც, დედასამშობლოსთან დაბრუნებული აჭარის ჭირ-ვარამის გამზიარებელიც და გულშემატკივარიც. საუკუნოვანი ისტორია, რომელიც მართლაც ფასდაუდებელი განძია, გაზეთის თანამშრომელთა არაერთი თაობის ურთულესი შრომის შედეგია. სახელოვანი ადამიანები, რომლებიც „აჭარამ“ გამოუზარდა ქართულ ჟურნალისტიკას, წლების შემდეგაც ახსოვს მადლიერ მკითხველს.
  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო „აჭარის“ ყველა თაობას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს და გისურვებთ წარმატებას, საინტერესო სიახლეებს და ერთგული მკითხველის სიმრავლეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი