აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის მედიკოსებთან გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება დღეს არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ და ამავე კომიტეტის წევრმა - ფატი ხალვაშმა მადლობა გადაუხადეს ჰოსპიტალის მედიკოსებს კოვიდსაწინააღმდეგო ბრძოლაში გაწეული საქმიანობისთვის და კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა აღუთქვეს.
პერმანენტული შეხვედრების მიზანია სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გაცნობა და ინფორმაციის გაცვლა.