ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა ამავე კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის განხილვას დაეთმო.
მომავალი წლის სამოქმედო დოკუმენტის პროექტს, რომელიც მცირედი ცვლილებით, კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ წარმოადგინა, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.