15 მარტი

 

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ», ვადის გაგრძელების მიზნით, ბიუროს წარედგინება. უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული პროექტი, დღევანდელ სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე დალადო მგალობლიშვილი არიან.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელების შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების ერთ  საკანონმდებლო პაკეტში გაერთიანებას. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ინიციატივა სხდომაზე ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

ამავე სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ“ ანგარიშით წარსდგა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარმენ ჯალაღონია, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამავე ანგარიშით უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წარსდგება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი