საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია. გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
სამოქმედო გეგმა, რომელიც კანონშემოქმედებითი და მაკონტროლებელი საქმიანობის ამსახველ აქტივობებს მოიცავს, კოლეგებს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა.