ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბულატორიების ექიმებს შეხვდნენ. მედიკოსებს 2021 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები გააცნეს.
შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი - ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - ზაალ მიქელაძე და ქობულეთის მერი - მირიან ქათამაძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა ახალ პროგრამებზე, რომელთა შორის მოქალაქეების მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერებით უზრუნველყოფის, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამებია.