აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ქ. ბათუმში 26 მაისის #63-ში მოინახულა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გააჩნია. მისი თქმით, იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, საჭიროა შენობის გამაგრება. დეპუტატი აპირებს, ხვალვე მიმართოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უმოკლეს ვადაში განხორციელდეს ძეგლის რეკონსტრუქცია. ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, იგი კონსულტაციებს გამართავს აჭარის მთავრობასთან, რათა ბიუჯეტში გამოინახოს დამატებითი რესურსები აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით.