აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით ეთიკის საბჭოში კვოტები განისაზღვრა.
2 წევრი - ქართული ოცნება;
2 წევრი - დამოუკიდებელი დეპუტატი;
ამავე სხდომაზე დაამტკიცეს უმაღლესი საჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც უმაღლსი საბჭოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების თანხმად, ერთ-ერთი ვალდებულებაა.