„მედია და პოლიტიკური პროცესები“ - ამ თემაზე სტუდენტური პარლამენტის წევრებისა და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ჯგუფის ინიციატივით, ონლაინლექცია გაიმართა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ახალგაზრდებს მათ მიერ შერჩეულ თემატიკაზე ესაუბრა და უპასუხა მათ შეკითხვებს.