აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ ბათუმელ ტაქსის მძღოლ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა. ისინი წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში საქმიანობდნენ და მშობლიურ ბათუმს, ქვეყანას ემსახურებოდნენ.
წლების შემდეგ კი სრულიად განსხვავებულ პროფესიას დაუფლებულები, თავისი შრომით კვლავ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისა თუ მისი სტუმრების სამსახურში არიან და ტოლს არ უდებენ მამაკაცებს.
ტიტე აროშიძემ თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გაბედული არჩვენისათვის და აღნიშნა, რომ ქალი ნებისმიერ პროფესიაში ყოველთვის ამბობდა და დღესაც ამბობს თავის ღირსეულ, გამორჩეულ სიტყვას.